ავტორიზაცია

ვესტ ჰემი სევილიას თავდამსხმელს უმიზნებს

ვესტ ჰემი სევილიას თავდამსხმელს უმიზნებს
თარიღი 23 აგვ 2021, 00:20

"სევილიას" ფორვარდმა, ლუკ დე იონგმა კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, წერს 90min.

გავრცელებული ცნობით, 30 წლის ჰოლანდიელისთვის "ვესტ ჰემი" იბრძვის.

დე იონგს პრემიერ ლიგაში უკვე უასპარეზია, სადაც 2014 წლის იანვრიდან ივლისამდე "ნიუკასლის" ღირსებას იცავდა.

გასულ სეზონში გამოცდილმა ფორვარდმა "სევილიას" მაისურით 48 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.