ავტორიზაცია

VIDEO: ორი წითელი და უხვგოლიანი მატჩი! მოურინიომ სერია ა-ში პირველი მატჩი მოიგო

VIDEO: ორი წითელი და უხვგოლიანი მატჩი! მოურინიომ სერია ა-ში პირველი მატჩი მოიგო
თარიღი 23 აგვ 2021, 00:52

ჟოზე მოურინიოს „რომამ“ სერია ა-ს პირველ ტურში „ფიორენტინას“ 3:1 მოუგო.

მატჩის მე-17 წუთზე დრაგოვსკიმ პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო და „იებს“ პრაქტიკულად მთელი მატჩის 10 კაცით ჩატარება მოუწიათ. 

26-ზე წუთზე „რომა“ მხითარიანის გოლით დაწინაურდა და ტაიმი მინიმალურად მოიგო. 52-ე წუთზე ძანიოლომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „რომაც“ 10 კაცით დარჩა.

მე-60 წუთზე ნიკოლა მილენკოვიჩმა ტაბლოზე წონასწორობა აღადგინა, თუმცა მალევე „რომა“ წინ ვერეტუს გოლით ისევ წინ გავიდა. პირველი გოლიდან 15 წუთში ფრანგმა ნახევარმცველმა დუბლიც მიითვალა და „რომას“ პირველი გამარჯვება მოუტანა.

საინტერესოა, რომ ამ მატჩში „რომას“ ახალწვეულმა ტემი აბრაჰამმა, რომელიც გუნდმა „ჩელსიდან“ დაიმატა, ასისტების დუბლი ჩაიწერა აქტივში.