ავტორიზაცია

VIDEO: სიგიჟე საფრანგეთში! პაიეტს ბოთლი ესროლეს, მანაც იგივეთი უპასუხა და მოედანზე არეულობა დაიწყო - მატჩი შეწყდა

თარიღი 23 აგვ 2021, 01:02

ფრანგულ ლიგა 1-ში „მარსელი“ – „ნიცას“ მატჩი არეულობის გამო შეწყდა.

„ნიცას“ გულშემატკივრებმა „მარსელის“ ლიდერს დიმიტრი პაიეტს ტრიბუნიდან ნივთები და მათ შორის - ბოთლი ესროლეს, რაზეც ფრანგმა იგივეთი უპასუხა და ბოთლი ტრიბუნებზე უკან მოისროლა.

ამან ულტრასების მოედანზე ჩამოსვლა და დიდი არეულობა გამოიწვია, რის შედეგადაც ფეხბურთელებს თამაშის შეწყვეტა და მოედნის დატოვება მოუწიათ.