ავტორიზაცია

VIDEO: გოლების წვიმა, კარში ჩამდგარი მცველი და 3:3! სუპერ მატჩი ლევანტეს და რეალის შესრულებით

თარიღი 23 აგვ 2021, 01:58

ლა ლიგის მე-2 ტურში „ლევანტეს“ და „რეალის“ შესრულებით ნამდვილი თრილერი ვიხილეთ.

პირველი ტაიმი მადრიდელებმა 1:0 მოიგეს და თითქოს, თამაშსაც აკონტროლებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში ნამდვილი დრამა და სანახაობა შედგა - ლევანტემ წინ გასვლა 2-ჯერ მოახერხა, თუმცა ორივეჯერ წონასწორობა ვინისიუს ჯუნიორმა გაათანაბრა.

მატჩის მიწურულს მადრიდელებს მოგებაც კი შეეძლოთ, ბოლო იმედის ჯარიმის გამო მოედნიდან მეკარე აიტორ ფერნანდესი გააძევეს და კარში ჩადგომა მცველ რუბენ ვესოს მოუწია, თუმცა „რეალმა“ დარჩენილ დროში გამარჯვების გოლის გატანა ვერ მოასწრო და მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.