პიანიჩს იტალიის ჩემპიონატიდან მორიგი მსურველი გამოუჩნდა

"ბარსელონას" ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში დაბრუნდეს.
როგორც La Gazzetta dello Sport იტყობინება, 31 წლის ბოსნიელით "ფიორენტინაა" დამატებული, რომელის იჯარის ვარიანტს განიხილავს.
პოტენციურ ტრანსფერს ხელი შეიძლება ფეხბურთელის ხელფასმა შეუშალოს (წელიწადში 8 მილიონი ევრო).
თავად პიანიჩს "იუვენტუსში" დაბრუნება უნდა, თუმცა ტურინელებთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
გამოცდილმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში "ბარსელონას" მაისურით 30 მატჩი ჩაატარა.