ავტორიზაცია

რაისი ვესტ ჰემთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს

რაისი ვესტ ჰემთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს
თარიღი 23 აგვ 2021, 13:09

"ვესტ ჰემის" ნახევარმცველი, დეკლან რაისი მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე კლუბის მუშაობით უკმაყოფილოა, წერს The Telegraph.

ლონდონურმა კლუბმა ფეხბურთელის ფასი გაზარდა, მის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონი ფუნტის მიღება უნდა.

"ჩაქუჩების" ასეთი პოზიციის ფონზე, რაისმა ახალ კონტრაქტზე უკვე ორი შეთავაზება იუარა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა 22 წლის ინგლისელს ლონდონურ კლუბთან 2024 წელს ეწურება.