ნაპოლი მატეო პოლიტანოს ახალ ხელშეკრულებას გაუფორმებს
"ნაპოლი" უახლოეს პერიოდში თავდამსხმელ მატეო პოლიტანოს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს.
როგორც ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იტყობინება, ხელშეკრულება 2025 წლამდე იქნება გათვლილი.
გასულ სეზონში 28 წლის იტალიელმა სერია ა-ში 37 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, პოლიტანოს სატრანსფერო ფასი 30 მილიონ ევროს შეადგენს.