ავტორიზაცია

ბრაზილიურმა კლუბმა დავიდ ლუიზს კონტრაქტი შესთავაზა

ბრაზილიურმა კლუბმა დავიდ ლუიზს კონტრაქტი შესთავაზა
თარიღი 23 აგვ 2021, 13:16

"ფლამენგომ" "ჩელსისა" და "არსენალის" ყოფილ მცველს, დავიდ ლუიზს კონტრაქტი შესთავაზა.

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.

როგორც იწერება, ბრაზილიური კლუბი მზად არის 34 წლის უკანახაზელს 2023 წლის დეკემბრამდე გათვლილი ხელშეკრულება გაუფორმოს.

2020/21 წლების სეზონში დავიდ ლუიზმა "არსენალის" მაისურით 30 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. "მეთოფეებმა" მას ახალი კონტრაქტი არ შესთავაზეს.