ავტორიზაცია

მარიანო დიასი ანჩელოტის გეგმებში არ შედის და ამ ზაფხულს გაყიდიან

მარიანო დიასი ანჩელოტის გეგმებში არ შედის და ამ ზაფხულს გაყიდიან
თარიღი 23 აგვ 2021, 13:20

"რეალი" მზად არის მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე თავდამსხმელი, მარიანო დიასი გაყიდოს.

"სამეფო კლუბის" მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის 28 წლის ფორვარდი არ სჭირდება, წერს Marca.

დიასი "რეალში" "ლიონიდან" 2018 წელს 23 მილიონ ევროდ გადავიდა. Transfermarkt-ის ვერსიით, დომინიკელის სატრანსფერო ფასი 10 მილიონს შეადგენს.

მარიანომ მადრიდული გრანდის რიგებში გატარებული 3 წლის განმავლობაში საერთო ჯამში 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2024 წელს ეწურება.