ავტორიზაცია

ხამეს როდრიგესს პრემიერ ლიგიდან მსურველი ჰყავს

ხამეს როდრიგესს პრემიერ ლიგიდან მსურველი ჰყავს
თარიღი 23 აგვ 2021, 13:29

"ევერტონის" ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა კარიერა შეიძლება სხვა კლუბში გააგრძელოს, იტყობინება Star.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის კოლუმბიელისთვის "ნიუკასლი" იბრძვის. მხარეები ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებების გამართვას აპირებენ.

აქამდე დაიწერა, რომ "კანფეტების" ახალ მთავარ მწვრთნელს, რაფაელ ბენიტესს ხამესი არ სჭირდება.