ავტორიზაცია

ბარსელონა სევილიადან დე იონგის დამატების ვარიანტს განიხილავს

ბარსელონა სევილიადან დე იონგის დამატების ვარიანტს განიხილავს
თარიღი 23 აგვ 2021, 13:44

"ბარსელონა" "სევილიას" თავდამსხმელ ლუკ დე იონგით ინტერესდება, იტყობინება Sport.es.

კატალონიური გრანდი 30 წლის ჰოლანდიელს თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად განიხილავს.

ფორვარდს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანთან კარგი ურთიერთობა აქვს. გარდა "ბლაუგრანასი", მისი დამატებით "ვესტ ჰემი" და "პსვ"-ც ინტერესდებიან.

დე იონგი "სევილიაში" 2019 წლის ივლისიდან ასპარეზობს. საერთო ჯამში, მან კლუბის რიგებში 94 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 5 ასისტიც მიითვალა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა გამოცდილ ფორვარდს "სევილიასთან" 2023 წლის ზაფხულში ეწურება.