ავტორიზაცია

ინტერი ლაციოსთან ხოაკინ კორეას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ინტერი ლაციოსთან ხოაკინ კორეას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
თარიღი 23 აგვ 2021, 13:46

"ლაციოს" თავდამსხმელმა, ხოაკინ კორეამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძლება კლუბი დატოვოს.

რომაულ კლუბთან 27 წლის ფორვარდის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს "ინტერი" აწარმოებს, წერს Sky Sport Italia.

არგენტინელი ფეხბურთელით "ლესტერი" და "ევერტონიც" არიან დაინტერესებულნი.

კორეამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად "ლაციოს" რიგებში 38 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.