ავტორიზაცია

ჟოზე მოურინიომ სერია ა-ში დაბრუნებისთანავე პირველივე მატჩში რეკორდი დაამყარა

ჟოზე მოურინიომ სერია ა-ში დაბრუნებისთანავე პირველივე მატჩში რეკორდი დაამყარა
თარიღი 23 აგვ 2021, 14:42

„რომას“ მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ახალი რეკორდი დაამყარა.

გუშინ, 22 აგვისტოს, მისმა გუნდმა სერია ა „ფიორენტინას“ 3:1 დამარცხებით დაიწყო.

ეს გამარჯვება მოურინიოსთვის იტალიის უმაღლეს დივიზიონში 50-ე აღმოჩნდა და მან ამ ნიშნულს ყველაზე სწრაფად მიაღწია მას შემდეგ, რაც გამარჯვებაში გუნდს 3 ქულა ეძლევა, ანუ 1994/1995 წლიდან.

50 გამარჯვების მოსაპოვებლად მოურინიოს 77 მატჩის ჩატარება დასჭირდება.

გარდა ამისა, ჟოზემ ყველაზე სწრაფად მოახერხა 50 მატჩის მოგება პრემიერ ლიგაში (63 მატჩში) და პრიმერა დივიზიონშიც (62).

წინა 49 გამარჯვება სერია ა-ში მოურინიოს „ინტერთან“ ერთად ჰქონდა მოპოვებული, რომელშიც ის 2007-2009 წლებში მუშობდა და სკუდეტო ორჯერ მოაგებინა.