ვინისიუსი: "ჩემი კარგი სტარტით კმაყოფილი ვარ, მაგრამ რეალი ფრით ვერასდროს დაკმაყოფილდება"
„რეალის“ შემტევმა ვინისიუს ჯუნიორმა, „ლევანტესთან“ მატჩის ფრედ დასრულებაზე ისაუბრა.
ამ შეხვედრაში მადრიდული გუნდი ორჯერ მარცხდებოდა, თუმცა ორივეჯერ ანგარიშის გათანაბრება ვინისიუსმა მოახერხა.
„ძალიან მიხარია, რომ პრიმერას სტარტი ჩემთვის წარმატებული გამოვიდა, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელო. მარტო ფინიშინგზე კი არა, ტაქტიკასა და ტექნიკაზეც ვმუშაობდი. ეს ყველაფერი საჭიროა, რომ „რეალს“ დავეხმარო და ქომაგებს სიხარული მივანიჭო.
„რეალი“ ფრით ვერასდროს ვერ დაკმაყოფილდება. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რათა ყველა მატცი მოვიგოთ. დღეს ისე უნდა გვეთამაშა, როგორც ეს „ალავესთან“ მეორე ტაიმში გავაკეთეთ.“ - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს „რეალის“ პრესსამსახური.
„რეალმა“ ლა ლიგის 2 მატჩში 4 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილს იკავებს, ლიდერი „ატლეტიკოა“ 6 ქულით. „ლევანტე“ 2 ქულით მერვე პოზიციაზეა. თავად ვინისიუსმა 2 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა და ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.