ოფიციალურად: იოზუა კიმიხმა ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

„ბაიერნის“ პრესსამსახურმა იოზუა კიმიხთან კონტრაქტის გახანგრძლივება დაადასტურა.
ახალი ხელშეკრულება 2025 წლამდეა გათვალისწინებული.
კიმიხი „ბაიერნში“ 2015 წლიდან ასპარეზობს. ჯამში 26 წლის ნახევარმცველმა გუნდში 264 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა.
მიუნხენური გრანდის მაისურით მან 6-ჯერ მოახერხა გერმანიის ჩემპიონატის მოგება, სამჯერ მოიგო გერმანიის თასი, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი.
გარდა ამისა, „ბაიერნის“ შემადგენლობაში კიმიხმა მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ხუთჯერ - გერმანიის სუპერთასი.
„კონტრაქტის გახანგრძლივების მთავარი მიზეზი ის არის, რომ აქ ყოფნით ფეხბურთისგან სიამოვნებას ყოველდღიურად ვიღებ. ვთამაშობ გუნდში, რომელსაც ბევრის მიღწევა შეუძლია. ჩემი თანაგუნდელები ნამდვილ მეგობრებად იქცნენ. ფეხბურთის თამაშსაც სწორედ სიამოვნების მისაღებად ვიწყებდი.
ვფიქრობ, მაქსიმუმისთვის ჯერ არ მიმიღწევია. ასე გავაგრძელებ და პროგრესს შევეცდები.“ - აღნიშნა გერმანელმა ნახევარმცველმა.