ავტორიზაცია

ოფიციალურად: სიტიმ დაადასტურა, რომ თავის სამ ლეგენდარულ ფეხბურთელს სტადიონთან ძეგლს დაუდგამს

ოფიციალურად: სიტიმ დაადასტურა, რომ თავის სამ ლეგენდარულ ფეხბურთელს სტადიონთან ძეგლს დაუდგამს
თარიღი 23 აგვ 2021, 15:20

„მანჩესტერ სიტის“ სტადიონ „ეტიჰადის“ წინ გუნდის ორი ყოფილი ფეხბურთელის ძეგლი დაიდგმევა.

მანჩესტერული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ „არსენალთან“ გასამართი პრემიერ ლიგის მესამე ტურის წინ, სტადიონთან გუნდის ორი ექს-ფეხბურთელის, დავიდ სილვას და ვენსან კომპანის ძეგლი ოფიციალურად გაიხსნება.

გუნდის მესამე ლეგენდარული ფეხბურთელის, სერხიო აგუეროს ძეგლი კი, „სიტის“ საშინაო არენასთან 2022 წელს გაიხსნება. 

შეგახსენებთ, რომ კომპანიმ „სიტი“ 2019 წელს დატოვა, დავიდ სილვამ 2020-ში, სერხიო აგუერომ კი 2021-ში.

პრემიერ ლიგის მესამე ტურის მატჩი „სიტი“ – „არსენალი“ 28 აგვისტოს გაიმართება.

კომპანიმ „სიტიში“ 2008-2019 წლებში ითამაშა, სილვამ 2010-2020, სერხიო აგუერომ კი - 2011-2021.