ავტორიზაცია

"რა სინაგლეა, ზედმეტად შორს წახვედით", - ჯიბრილ სისემ ნიცას პრეზიდენტს უპასუხა

"რა სინაგლეა, ზედმეტად შორს წახვედით", - ჯიბრილ სისემ ნიცას პრეზიდენტს უპასუხა
თარიღი 23 აგვ 2021, 15:32

საფრანგეთის ნაკრების ექს-ფორვარდმა, ჯიბრილ სისემ, „ნიცას“ პრეზიდენტ ჟან-პიერ რივიერს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ გულშემატკივრებთან მომხდარ კონფლიქტში რივიერმა „მარსელის“ ფეხბურთელები დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ უთანხმოება სწორედ მათ წამოიწყეს.

„როგორი სინაგლეა, მისტერ რივიერ. თქვენ აზრი საერთოდ ვერ გამოგაქვთ. საკუთარი კლუბის და გულშემატკივრების დაცვა სწორია, მაგრამ აქ ზედმეტად შორს წახვედით.“ - წერს სისე „ტვიტერის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

კონფლიქტი ასე დაიწყო: „ნიცას“ ულტრასებმა“ „მარსელის“ ნახევარმცველ დიმიტრი პაიეტს ბოთლი ესროლეს და მანაც იგივეთი უპასუხა, რის შემდეგაც „ნიცას“ ფანები მოედანზე შევარდნენ და ფეხბურთელებთან ხელჩართული ჩხუბი გამართეს.

უსაფრთხოების ნაკლებობის გამო, „მარსელის“ ფეხბურთელებმა მატჩის გაგრძელებაზე უარი თქვეს, მიუხედავად იმისა, რომ მსაჯები და „ნიცას“ ფეხბურთელები მოედანზე გამოცხადდნენ. ამის გამო, კლუბს ტექნიკური მარცხი 0:3 ემუქრება.