ავტორიზაცია

აგენტმა მილანს და სევილიას შესთავაზა - პსჟ შესაძლოა შემტევმა უახლოეს დღეებში დატოვოს

აგენტმა მილანს და სევილიას შესთავაზა - პსჟ შესაძლოა შემტევმა უახლოეს დღეებში დატოვოს
თარიღი 23 აგვ 2021, 15:44

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელის, პაბლო სარაბიას აგენტი თავისი კლიენტის შეძენას სხვადასხვა კლუბებს სთავაზობს.

იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, 29 წლის სარაბია შესაძლოა „მილანში“ ან „სევილიაში“ გადავიდეს.

სკირას თქმით, ამჟამად პოტენციური დამსაქმებლები სარაბიას შეძენის ვარიანტს განიხილავენ.

გასულ სეზონში ესპანელმა „პსჟ-ს“ მაისურით 37 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, მას პარიზულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ ზაფხულს „პარიზი“ საგრძნობლად გაძლიერდა, სარაბიას საკმარისი სათამაშო დრო ნაკლებადღა მიეცემა და კლიენტი მის გუნდიდან წასვლაზე ამუშავდა.