ავტორიზაცია

ვესტ ჰემი ჩელსის შეუთანხმდა, მაგრამ ფეხბურთელს - ჯერ ვერა

ვესტ ჰემი ჩელსის შეუთანხმდა, მაგრამ ფეხბურთელს - ჯერ ვერა
თარიღი 23 აგვ 2021, 16:11

„ვესტ ჰემი“ „ჩელსის“ მცველის, კურტ ზუმას შეძენის მცდელობას აგრძელებს.

The Athletic-ის ინფორმაციით, კლუბებმა მოილაპარაკეს - „ჩაქუჩები“ „პენსიონერებს“ ფრანგი მცველის სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტს გადაუხდიან.

თუმცა, ტრანსფერის დახურვას ზუმას პოზიცია უშლის ხელს, რომელიც დევიდ მოიესის გუნდს პირად კონტრაქტზე ვერ უთანხმდება.

ზუსტი ინფორმაცია გავრცელებული არ არის, მაგრამ სავარაუდოდ, ზუმა „ვესტ ჰემს“ ხელფასზე ვერ უთანხმდება.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაგრძელდება და დიდი ალბათობით, ტრანფერი აგვისტოს ბოლოსკენ მაინც შედგება, რადგან ზუმამ იცის, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის გეგმებში არ შედის.