ავტორიზაცია

რენმა ფასი დაასახელა — პსჟ ზაფხულს კიდევ ერთი ტოპ ტრანსფერით დაასრულებს?

რენმა ფასი დაასახელა — პსჟ ზაფხულს კიდევ ერთი ტოპ ტრანსფერით დაასრულებს?
თარიღი 23 აგვ 2021, 20:39

"რენის" ნახევარმცველმა, ედუარდო კამავინგამ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძლება კლუბი დატოვოს.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც იწერება, 18 წლის ფრანგი გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს, ამიტომაც კლუბი მზად არის იგი გაყიდოს.

არსებული ცნობით, "რენი" კამავინგას სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს, მისი დამატების მთავარი პრეტენდენტი "პარი სენ ჟერმენია".

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ახალგაზრდა ფეხბურთელს 2022 წელს ეწურება. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 55 მილიონ ევროს შეადგენს.