ავტორიზაცია

"სახალისოდ გამოვიყურები", - კლოპმა განმარტა, რატომ აღარ ატარებს სათვალეს

"სახალისოდ გამოვიყურები", - კლოპმა განმარტა, რატომ აღარ ატარებს სათვალეს
თარიღი 24 Aug 2021, 20:51

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, მხედველობის კორექტირებაზე ისაუბრა.

„ეს სრულიად პირადი ამბავია, მაგრამ შემიძლია განვმარტო. სათვალეს 10 წლიდან ვატარებდი, ანუ 44 წლის მანძილზე.

ბოლო წლებში აშკარა გახდა, რომ სათვალე ჩემი მხედველობის ნაკლს ვეღარ ასწორებდა. სიტუაციამ მცირე ოპერაციამ გამოასწორა, არც ლაზერებმა და არც რაიმე სახის ლინზებმა.

ოპერაციის შემდეგ სათვალის გარეშეც მშვენივრად ვხედავ. ვფიქრობ, ასე ჩემი სახე კიდევ უფრო სახალისოდ გამოიყურება, სათვალე აღარ მჭირდება.

არ არის გამორიცხული, მოგვიანებით ისევ დამჭირდეს და ისევ გავიკეთებ, თუ საჭირო გახდა.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს Bild.

კლოპმა „ლივერპულთან“ ერთად 2019 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 2020-ში კი პრემიერ ლიგა.