დაუყონებლივი უარი - პარი სენ-ჟერმენმა რეალს მბაპეს თაობაზე პასუხი შეუთვალა

ფრანგული და ესპანური პრესა ერთხმად ადასტურებს, რომ მადრიდის „რეალმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ კილიან მბაპეს შეძენის თაობაზე მიმართა.
როგორც გაირკვა, მადრიდელებმა პარიზელებს 160 მილიონი ევრო შესთავაზეს.
თუმცა, ეს შემოთავაზება „პსჟ-მ“ რამდენიმე საათში დაბლოკა, მათ ფეხბურთელის შენარჩუნება სურთ.
სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება და იქამდე, დიდი ალბათობით, „რეალი“ ცდას არ დააკლებს და ფრანგი ფეხბურთელის შეძენას კვლავაც შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ მომავალ ზაფხულს მბაპეს „პსჟ-სთან“ კონტრაქტი ეწურება და მას გუნდიდან წასვლა სრულიად უფასოდ შეეძლება.