ავტორიზაცია

ლიონის წამყვანი ნახევარმცველი ტოტენჰემის სატრანსფერო სამიზნედ იქცა

ლიონის წამყვანი ნახევარმცველი ტოტენჰემის სატრანსფერო სამიზნედ იქცა
თარიღი 25 აგვ 2021, 14:09

ფრანგული „ლიონის“ ნახევარმცველი უსემ აუარი „ტოტენჰემის“ სატრანსფერო სამიზნედ იქცა.

Sky Sports-ის ინფრომაციით, ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს და მისი წარმომადგენლები „ტოტენჰემს“ უკვე გაესაუბრნენ.

ადრე იწერებოდა, რომ ფეხბურთელი „ლიონთან“ წინასასეზონო მომზადების გავლაზეც უარს ამბობდა, რადგან ახალ გუნდში გადასვლა სურს.

იწერება, რომ აუარი „ბარსელონაში“ მემფის დეპაის გადასვლითაც უკმაყოფილო დარჩა. თავად ფრანგი „ტოტენჰემში“ გადასვლის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდში თამაში აქვს პრიორიტეტად დასახული.

გასულ სეზონში აუარმა ლიგა 1-ს 30 მატჩში 7 გოლი გაიტანა, ის „ლიონის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2017 წლიდან ასპარეზობს.