ავტორიზაცია

ოფიციალურად: მადრიდის ატლეტიკომ 22 წლის ბრაზილიელი შემტევი დაიმატა

ოფიციალურად: მადრიდის ატლეტიკომ 22 წლის ბრაზილიელი შემტევი დაიმატა
თარიღი 25 აგვ 2021, 15:21

მადრიდის „ატლეტიკომ“ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ბერლინის „ჰერტას“ 22 წლის ბრაზილიელი შემტევი მატეუს კუნია მადრიდის „ატლეტიკოს“ ახალი ფეხბურთელია.

გერმანული გუნდის შემტევის ტრანსფერი დიეგო სიმეონეს გუნდს 26 მილიონი ევრო დაუჯდა, ასევე კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლითაც შემდგომი გაყიდვიდან „ჰერტას“ 10% ეკუთვნის.

„ატლეტიკოსთვის“ პრიორიტეტული სწორედ კუნიას ტრანსფერი იყო, თუმცა ალტერნატივად ისინი „ევერტონის“ იტალიელი შემტევის, მოიზე კინის ტრანსფერსაც განიხილავდნენ.

კინმა გასული სეზონი იჯარით „პსჟ-ში“ გაატარა, რომელმაც მისი გამოსყიდვა არ გადაწყვიტა.

რაც შეეხება კუნიას, ის Transfermarkt-ზე 30 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ჰერტამ ის 2020 წლის იანვარში „ლაიპციგიდან“ 18 მილიონ ევროდ შეიძინა.