ავტორიზაცია

თავისი მწვრთნელის კვალდაკვალ - არგენტინელი შემტევი ლაციოდან კარიერას ინტერში გააგრძელებს

თავისი მწვრთნელის კვალდაკვალ - არგენტინელი შემტევი ლაციოდან კარიერას ინტერში გააგრძელებს
თარიღი 25 აგვ 2021, 15:39

რომის „ლაციოს“ არგენტინელი შემტევი კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს.

ჟურნალისტის და ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება შედგა - ხოაკინ კორეა თავისი ყოფილი მთავარი მწვრთნელის, სიმონე ინძაგის გზას გაყვება და „ლაციოდან“ „ინტერში“ გადავა.

შეთანხმება შედგა და ტრანსფერი დახურულია - „ინტერი“ კორეას იჯარით დაიმატებს და კონტრაქტში მისი 30+1 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულება გაიწერება. კლუბებს ვალდებულებაზე უარის თქმის უფლება არ აქვთ.

ხოაკინ კორეას შეძენით ინგლისური „ევერტონიც“ ინტერესდებოდა, თუმცა ფეხბურთელს სერია ა-ში დარჩენა და ინძაგისთან მუშაობა ისევ სურდა, სწორედ ამის გამო მისი პრიორიტეტი „ინტერი“ იყო.

არგენტინელ შემტევამდე „ინტერი“ „გლადბახის“ ფრანგი შემტევის, მარკუს ტურამით ინტერესდებოდა, თუმცა ტრანსფერი ლეგენდარული ლილიამ ტურამის შვილის ტრავმის გამო ჩაიშალა.