ავტორიზაცია

უილშერი: "არ ვიცი რა ვუპასუხო შვილს, როცა ის მეკითხება, რატომ არ ვჭირდები არცერთ კლუბს"

უილშერი: "არ ვიცი რა ვუპასუხო შვილს, როცა ის მეკითხება, რატომ არ ვჭირდები არცერთ კლუბს"
თარიღი 25 აგვ 2021, 16:01

ლონდონის „არსენალის“ ექს-ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა, კლუბის მოძიების მცდელობაზე ისაუბრა.

ამჟამად, 29 წლის ინგლისელი ფეხბურთელი თავისუფლაი აგენტია.

„ჩემი შვილები იმ ასაკში არიან, როცა უკვე ყველაფერს ხვდებიან. განსაკუთრებით არჩი, რომელიც 9 წლისაა. ის მელაპარაკება ხოლმე და კითხულობს: „MLS-ზე რა ისმის?, ან კიდევ, ლა ლიგაში რატომ არ თამაშობ?“

მისთვის ამის ახსნა რთულია, ის მეკითხება: „რატომ არ სჭირდები არცერთ კლუბს?“, როგორ ავუხსნა მას რაიმე?

როცა გარეთ გავდივარ, ხალხი მცნობს. ყველაზე რთულია - ახსნა, როცა რაღაცას გეკითხებიან: „რატომ არ გააფორმებ რომელიმე ინგლისურ გუნდთან კონტრაქტს?“ მე კი ვპასუხობ: „ალბათ, არავის არ ვჭირდები.“ ისინი ამას უბრალოდ ვერ ხვდებიან.

უკვე მითქვამს, რომ არც საზღვარგარეთ წასვლის წინააღმდეგი ვარ. რეალურად, მინდა კიდეც ამის გაკეთება, რაღაც ახლის გამოცდა.

ყველაფრის ახალი ფურცლიდან დაწყება მინდა, სადაც ხალხი, კლუბი და გულშემატკივრები არ იფიქრებენ: „ო, ეს ჯეკ უილშერია, რომელიც დღეს ტრავმას ითამაშებს, ან კიდევ ხუთ მატჩს ჩაატარებს და სულ ეგ არის... ფულის უაზრო ფლანგვაა.“

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ ქვეყანაში ჩემს წინაშე უბრალოდ კარი მოაჯახუნეს. არ ვიცი რატომ. იქნებ, ტრავმების გამო, ან კიდევ იმიტომ, რომ ხალხი სხვადასხვა კლუბებიდან იღებს რეკომენდაციებს. მგონია, რომ ეს უსამართლობაა.“ - ციტირებს უილშერის სიტყვებს Goal.com.

ჯეკ უილშერი „არსენალს“ 2008-2018 წლებში ეკუთვნოდა და ამ პერიოდში გუნდი ორჯერ იჯარით დატოვა (2010 ბოლტონი, 201/17 ბორნმუთი), 2018-ში ის „ვესტ ჰემში გადავიდა, სადაც ორი წელი გაატარა და ისევ ბორნმუთში აღმოჩნდა, თუმცა ამ გუნდთანაც კონტრაქტი გაწყვიტა.