ავტორიზაცია

სტივენ ჯერარდი და რეინჯერსის რამდენიმე ფეხბურთელი ევროპა ლიგის მატჩს კოვიდის გამო გამოტოვებენ

სტივენ ჯერარდი და რეინჯერსის რამდენიმე ფეხბურთელი ევროპა ლიგის მატჩს კოვიდის გამო გამოტოვებენ
თარიღი 25 აგვ 2021, 17:56

შოტლანდიური „რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელი სტივენ ჯერარდი თვითიზოლაციაში იმყოფება.

შესაბამისად, ინგლისელი სპეციალისტი ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩზე დასწრებას ვერ მოახერხებს, რომელსაც გუნდი „ალაშკერტის“ წინააღდეგ სომხეთში გამართავს.

ჯერარდის გარდა, მატჩზე ვერ გაემგზავრნენ და შოტლანდიაში დარჩნენ ჯეიმს ტავენიე, რაიან კენტი, სკოტ რაიტი, კელვინ ბეისი და მეკარეები ალან მაკგრეგორი და ჯონ მაკლაფლინი.

თუ კლუბს საკმარისი რაოდენობის ფეხბურთელები არ დაუგროვდება და გუნდში ეპიდემია კიდევ უფრო იფეთქებს, არ არის გამორიცხული „რეინჯერსმა“ მატჩის გადადებაც ითხოვოს, თუმცა ამ ეტაპზე ამას არაფერი მოასწავლის. 

პირველი შეხვედრა, რომელიც გლაზგოში გაიმართა „რეინჯერსმა“ 1:0 მოიგო, ერთადერთი გოლი ალფრედო მორელოსმა 67-ე წუთზე გაიტანა.