ოფიციალურად: ლივერპულში რობერტსონის მომავალი გაირკვა
"ლივერპულის" მარცხენა მცველმა, ენდრიუ რობერტსონმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, იტყობინება კლუბის პრესსამსახური.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, 27 წლის შოტლანდიელი უკანახაზელი მერსისაიდელთა ღირსებას 2026 წლამდე დაიცავს.
ცნობისთვის, რობერტსონი "ლივერპულში" "ჰალიდან" 2017 წლის ზაფხულში გადაბარგდა.
ლივერპულელთა მცველმა გასულ სეზონში პრემიერ ლიგის 38-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.
Transfermarkt-ის ვერსიით, რობერტსონის სატრანსფერო ღირებულება 65 მილიონ ევროს შეადგენს.