ავტორიზაცია

მოურინიო: "ერთადერთი მწვრთნელი, ვინც თავისი შემადგენლობით ბოლომდე კმაყოფილია, პოჩეტინოა"

მოურინიო: "ერთადერთი მწვრთნელი, ვინც თავისი შემადგენლობით ბოლომდე კმაყოფილია, პოჩეტინოა"
თარიღი 26 აგვ 2021, 00:17

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლო გარიგებების შესახებ ისაუბრა.

"როცა ვამბობ, ბაზარზე შეიძლება ყველაფერი მოხდეს-თქო, ვგულისხმობ, რომ კარი იღება როგორც შესასვლელად, ისევე გამოსასვლელად. თუმცა, დიდი ალბათობით, ახლა უფრო ვიღაც დაგვტოვებს".

"იცით თუნდაც ერთი მწვრთნელი, ვინც თავისი შემადგენლობით ბოლომდე კმაყოფილია? შეიძლება, პოჩეტინო, მაგრამ არა სხვები!", - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Sky Sport Italia.

შეგახსენებთ, ამ ზაფხულს "პარი სენ ჟერმენმა" არაერთი ვარსკვლავი დაიმატა, მათ შორის არიან: ჯანლუიჯი დონარუმა, სერხიო რამოსი, აშრაფ ჰაკიმი, ჟორჟინიო ვეინალდუმი და ლიონელ მესი.