ავტორიზაცია

მომენტი, როცა მეორე კალათა პირველზე მრისხანეა - ჩემპიონთა ლიგის 32-ვე მონაწილე ცნობილია! დღეს კენჭისყრაა

მომენტი, როცა მეორე კალათა პირველზე მრისხანეა - ჩემპიონთა ლიგის 32-ვე მონაწილე ცნობილია! დღეს კენჭისყრაა
თარიღი 26 აგვ 2021, 02:29

დღეს, 26 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება.

გუშინ ბოლო პლეი-ოფები გაიმართა და ცნობილი გახდა ჩემპიონთა ლიგის 2021/22-სეზონის 32-ვე მონაწილე.

როგორც იცით, ეს 32 გუნდი ჯგუფური ეტაპის წინ 4 კალათაში ნაწილდება - პირველში ხვდებიან ევროპის ტოპ-ჩემპიონატების გამარჯვებულები და ჩემპიონთა ლიგისა ევროპა ლიგის მოქმედი ჩემპიონები, დანარჩენ კალათებში კი უეფა რეიტინგისა და ბოლოდროინდელი შედეგების მიხედვით ანაწილებს.

პირველი კალათა: ჩელსი, ვილიარეალი, ატლეტიკო მადრიდი, მანჩესტერ სიტი, ბაიერნი, ინტერი, ლილი, სპორტინგი (ლისაბონი)

მეორე კალათა: რეალი, ბარსელონა, იუვენტუსი, მანჩესტერ იუნაიტედი, პსჟ, ლივერპული, სევილია, დორტმუნდი

მესამე კალათა: პორტუ, აიაქსი, ლაიპციგი, ატალანტა, ზენიტი, ბენფიკა, ზალცბურგი, შახტარი

მეოთხე კალათა: ბრიუგე, იანგ ბოისი, მალმიო, ვოლფსბურგი, მილანი, დინამო კიევი, ბეშიქთაში, შერიფი.

ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დროს, წამყვანი თითო კალათიდან თითო ბურთს ამოიღებს და 4-გუნდიანი ჯგუფებიც სწორედ ასე დაკომპლექტდება.

კენჭისყრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.