ავტორიზაცია

VIDEO: როცა ფეხბურთი არ გინდობს - მონაკოს წარმოუდგენელი ავტოგოლი ექსტრა-ტაიმში, რომელმაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დატოვა

თარიღი 26 აგვ 2021, 02:37

ფრანგული „მონაკო“ ჩემპიონთა ლიგას საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფიდან გამოეთიშა.

მონეგასკების მეტოქე დონეცკის „შახტარი“ იყო, რომელმაც პირველი შეხვედრა სტუმრად 1:0 მოიგო.

მიუხედავად ამისა, „მონაკომ“ საპასუხო შეხვედრაში სიტუაცია გამოასწორა და ძირითად დროში 2:1 მოიგო, რის შემდეგაც საქმე დამატებით დროში გადავიდა. 

მეორე ექსტრა ტაიმში რუბენ აგილარმა წარმოუდგენლად უიღბლო ავტოგოლი გაიტანა, რის გამოც „მონაკო“ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა, „შახტარი“ კი ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.