ფრანგული პრესაც ალაპარაკდა: რეალი და პსჟ ოფიციალურ მოლაპარაკებებს მართავენ, მბაპეს მადრიდში გადასვლა ახლოსაა
მადრიდის „რეალი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ კილიან მბაპეს თაობაზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს შეუდგნენ.
როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ესპანურმა გრანდმა 22 წლის ფრანგი შემტევის სანაცვლოდ „პსჟ-ს“ 160 მილიონი ევრო შესთავაზა, რომელიც პარიზელებმა უარით გაისტუმრეს და დასძინეს, რომ არ გაყიდიან ფეხბურთელს იმაზე ნაკლებად, ვიდრე თავის დროზე „მონაკოდან“ შეიძინეს - საუბარია 180 მილიონ ევროზე.
დღეს, „რეალმა“ „პსჟ-ს“ ახალი, ოფიციალური შეთავაზებით მიმართა, 170+10 მილიონი ევრო (ბონუსებით), რაც „პარიზისთვის“ უფრო მისაღები აღმოჩნდა და კლუბები მოლაპარაკებებს შეუდგნენ.
RMC Sport da L’Equipe ერთხმად ამტკიცებენ, რომ მოლაპარაკებები სერიოზულ სტადიაშია და ტრანსფერის ალბათობა ძალიან მაღალია, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, მიუხედავად იმისა, რომ ესპანური პრესა მბაპეს ტრანსფერს უკვე დახურულად მოიაზრებს.
ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა, მაგრამ მბაპეს „რეალში“ გადასვლა საკმაოდ რეალურია.