ავტორიზაცია

შემცირებული ევროპა ლიგა და ახალი ტურნირი! დღეს უეფა ორ კენჭისყრას გამართავს

შემცირებული ევროპა ლიგა და ახალი ტურნირი! დღეს უეფა ორ კენჭისყრას გამართავს
თარიღი 27 აგვ 2021, 01:59

დღეს, 27 აგვისტოს, ოფიციალურად გაიმართება ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა.

რანგით მესამე საკლუბო ტურნირის, კონფერენც ლიგის დაარსების გამო, ევროპა ლიგა ამიერიდან არა 64, როგორც აქამდე იყო, არამედ 32-გუნდიანი ტურნირი იქნება, ზუსტად ისე, როგორც ჩემპიონთა ლიგა:

გუშინ ტურნირის ყველა მონაწილე ოფიციალურად გაირკვა და ისინი 4 კალათში გადანაწილდნენ:

პირველი კალათა: ლიონი (საფრანგეთი), ნაპოლი (იტალია), ლევერკუზენი (გერმანია), ზაგრების დინამო (ხორვატია), ლაციო (იტალია), ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), მონაკო (საფრანგეთი), ბრაგა (პორტუგალია)

მეორე კალათა: სელტიკი (შოტლანდია), აინტრახტი (გერმანია), ბელგრადი (სერბია), ლესტერი (ინგლისი), რეინჯერსი (შოტლანდია), ლოკომოტივი (რუსეთი), გენკი (ბელგია), პსვ (ჰოლანდია)

მესამე კალათა: მარსელი (საფრანგეთი), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), ვესტ ჰემი (ინგლისი), სოსიედადი (ესპანეთი), ბეტისი (ესპანეთი), ფენერბაჰჩე (თურქეთი), სპარტაკი (რუსეთი), სპარტა პრაღა (ჩეხეთი)

მეოთხე კალათა: რაპიდ ვენა (ავსტრია), გალათასარაი (თურქეთი), ლეგია ვარშავა (პოლონეთი), მიდტიულანდი (დანია), ფერენცვაროში (უნგრეთი), ანტვერპი (ბელგია), შტურმი (ავსტრია), ბრონდბიუ (დანია).

თითო კალათიდან ამოღებული იქნება თითო გუნდი და ასე გადანაწილდებიან ისინი 4-4-გუნდიან ჯგუფებში. ერთი კალათიდან ორი გუნდი ერთ ჯგუფში ვერ მოხვდება, ისევე, როგორც ერთი ქვეყნის გუნდები ვერ აღმოჩნდებიან ერთსა და იმავე ჯგუფში.

დღესვე გაიმართება კონფერენც ლიგის კენჭისყრაც, რომლის სისტემაც ანალოგიურია, რაც ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის: 32 გუნდი, 4 კალათი, 4-გუნდიანი 8 ჯგუფი.

პირველი კალათა: რომა (იტალია), ტოტენჰემი (ინგლისი), ბაზელი (შვეიცარია), სლავია პრაღა (ჩეხეთი), კოპენჰაგენი (დანია), გენტი (ბელგია), აზ (ჰოლანდია), ლასკი (ავსტრია) 

მეორე კალათა: ფეიენორდი (ჰოლანდია), ყარაბაღი (აზერბაიჯანი), მაკაბი (ისრაელი), პაოკი (საბერძნეთი), რენი (საფრანგეთი), პარტიზანი (სერბეთი), კლუჟი (რუმინეთი), ზორია (უკრაინა)

მესამე კალათა: უნიონ ბერლინი (გერმანია), ცსკა სოფია (ბულგარეთი), ვიტესი (ჰოლანდია), სლოვან ბრატისლავა (ბელგია), იაბლონეცი (ჩეხეთი), ალაშკერტი (სომხეთი), ფლორა (ესტონეთი), კაირატი (ყაზახეთი)

მეოთხე კალათა: ლინკოლნ რედი (გიბრალტარი), რანდერსი (დანია), ანორთოსის ფამაგუსტა (კვიპროსი), ომონია (კვიპროსი), ჰელსინგინი (ფინეთი), მაკაბი ჰაიფა (ისრაელი), ბოდო გლიმტი (ნორვეგია), მურა (სლოვენია).