ავტორიზაცია

4 ქართველის გუნდი ერთ ჯგუფში, ჩაკვეტაძე ქეცბაიას წინააღმდეგ - კონფერენს ლიგის წილისყრა

4 ქართველის გუნდი ერთ ჯგუფში, ჩაკვეტაძე ქეცბაიას წინააღმდეგ - კონფერენს ლიგის წილისყრა
თარიღი 27 აგვ 2021, 16:33

რამდენიმე წუთის წინ, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ წელს ამ ტურნირზე ერთბაშად 7 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.

დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" F ჯგუფში მოხვდა, სადაც მათი მეტოქეები ნიკა ნინუას "პაოკი" და გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანი" იქნებიან. ამ ჯგუფშია "ლინკოლნიც."

ქართველების წინააღმდეგ მოუწევს თამაში გიორგი ჩაკვეტაძესაც, რომელიც "გენტი" "პარტიზანის' "ფლორასა" და "ანორთოსისის" ჯგუფში მოხვდა.

მოგეხსენებთ, "ანორთოსისის" თავკაცი თემურ ქეცბაიაა, ამ გუნდში კი გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა ირიცხებიან.