რა ბედი ეწევა კავანის მანჩესტერ იუნაიტედში რონალდუს დაბრუნების შემდეგ?
მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "იუვენტუსიდან" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი დაადასტურა.
როგორც აღინიშნება, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის "ემიუში" დაბრუნება ფორვარდ ედინსონ კავანის მომავალზე გავლენას არ მოახდენს.
34 წლის ურუგვაელი შემტევი "ეშმაკუნების" რიგებს არ დატოვებს, იტყობინება ბრიტანელი ჟურნალისტი, დევიდ ორნშტაინი.
სხვა ბრიტანელი ჟურნალისტის, საიმონ სტოუნის ცნობით, მანიკუნიანელები კავანისთან კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებენ და მისი შენარჩუნება უნდათ.
ცნობისთვის, გასულ სეზონში ედინსონმა პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 26 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.