ოფიციალურად: მუსა სისოკო ტოტენჰემიდან პრემიერ ლიგის სხვა გუნდში გადავიდა
ლონდონის "ტოტენჰემის" ფრანგი ნახევარმცველი, მუსა სისოკო კარიერას "უოტფორდის" რიგებში გააგრძელებს.
როგორც "ონავრების" ოფიციალური საიტი იტყობინება, 31 წლის მოთამაშემ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Sky Sports-ი ტრანსფერის ფასსაც ასახელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, "დეზებმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 2,5 მილიონი ფუნტი მიიღეს.
2020/21 წლების სეზონში სისოკომ ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
დეტალები ცნობილია — კეინი ტოტენჰემში დარჩა, თუმცა ხელფასის გაზრდას ითხოვს