ავტორიზაცია

ბეტისმა სოსიედადიდან ვილიან ჟოზე იჯარით დაიმატა

ბეტისმა სოსიედადიდან ვილიან ჟოზე იჯარით დაიმატა
თარიღი 27 აგვ 2021, 22:33

"ბეტისმა" ოფიციალური საიტის მეშვეობით "სოსიედადის" ფორვარდის, ვილიან ჟოზეს იჯარა დაადასტურა, ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

29 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა გასული სეზონის ნაწილი ასევე არენდით გაატარა - პრემიერ ლიგის კლუბ "ვულვერჰემპტონში", სადაც 18 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 1 ასისტი ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

ჟოზეს "სოსიედადთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

Transfermarkt-ის ვერსიით, ანდალუსიელთა ახალწვეულის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 18 მილიონ ევროს შეადგენს.