ავტორიზაცია

ლევერკუზენმა ტულუზას ახალგაზრდა ფორვარდი იყიდა

ლევერკუზენმა ტულუზას ახალგაზრდა ფორვარდი იყიდა
თარიღი 27 აგვ 2021, 22:36

"ლევერკუზენმა" "ტულუზას" თავდამსხმელი, ამინე ადლი შეიძინა.

21 წლის ფრანგს "ფარმაცევტებმა" 2026 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გაუფორმეს, იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი.

როგორც აღინიშნება, "ლევერკუზენს" აღნიშნული ტრანსფერი 6 მილიონი ევრო დაუჯდა.

ადლი "ტულუზას" აკადემიის აღზრდილია. გასულ სეზონში მან ლიგა 2-ში 33 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 5 ასისტიც მიითვალა.