ავტორიზაცია

ბეტისის ნახევარმცველი ნორვიჩში გადასვლასთანაა ახლოს

ბეტისის ნახევარმცველი ნორვიჩში გადასვლასთანაა ახლოს
თარიღი 27 აგვ 2021, 22:40

"ბეტისის" ნახევარმცველი, ვილიამ კარვალიო "ნორვიჩში" გადასვლასთან არის ახლოს.

როგორც გამოცემა Sky Sports იტყობინება, ინგლისური კლუბი 29 წლის პორტუგალიელში დაახლოებით 10 მილიონ ევროს გადაიხდის.

"ბეტისმა" 2018 წელს "სპორტინგს" პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელში 16 მილიონი გადაუხადა.

გასულ სეზონში კარვალიომ ესპანეთის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.