ავტორიზაცია

მოიზე კინი შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდეს

მოიზე კინი შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდეს
თარიღი 27 აგვ 2021, 23:07

"იუვენტუსი" გუნდის ექს-თავდამსხმელის, მოიზე კინის დაბრუნებაზე მუშაობს, იუწყება იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

როგორც აღინიშნება, თავად ფეხბურთელი ტურინში გადასვლაზე თანახმაა და კლუბთა 1+4 სქემიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

"იუვე" "ევერტონთან" იჯარაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით, რომელიც 21 წლის იტალიელის გარკვეული მაჩვენებლების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

კინმა მიმდინარე სეზონში "ევერტონის" მაისურით უკვე ორი მატჩის ჩატარება მოასწრო. გასულ სეზონში მან იჯარით "პსჟ"-ში იასპარეზა და ლიგა 1-ში 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - 13 გოლი.

Transermarkt-ის ვერსიით, ახალგაზრდა თავდამსხმელის სატრანსფერო ფასი 35 მილიონ ევროს შეადგენს.