ავტორიზაცია

რიშარლისონის აგენტმა პსჟ-სთან მოლაპარაკებები უკვე გამართა

რიშარლისონის აგენტმა პსჟ-სთან მოლაპარაკებები უკვე გამართა
თარიღი 27 აგვ 2021, 23:10

"ევერტონის" თავდამსხმელის, რიშარლისონის აგენტი პარიზში უკვე იყო, რათა "პსჟ"-სთან ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერი განეხილა, წერს ESPN.

ზემოთაღნიშნული ავტორიტეტული გამოცემის თანახმად, ინგლისურ კლუბს შექმნილი ვითარების შესახებ მოეხსენება.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ პარიზული კლუბი ბრაზილიის ნაკრების შემტევს კილიან მბაპეს შემცვლელად განიხილავს, რომელიც შეიძლება "რეალში" გადავიდეს.

გასულ სეზონში რიშარლისონმა საკლუბო დონეზე 40 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.