ავტორიზაცია

ატლეტიკო ლილის მცველს უმიზნებს

ატლეტიკო ლილის მცველს უმიზნებს
თარიღი 27 აგვ 2021, 23:15

"ლილის" მცველი, ზეკი ჩელიკი შეიძლება ესპანეთის ჩემპიონატში გადაბარგდეს.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, თურქეთის ნაკრების უკანახაზელის ხელში ჩაგდება "ატლეტიკოს" უნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდულმა კლუბმა 24 წლის თურქის ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი ამჟამად 20 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ სეზონში ჩელიკმა საფრანგეთის ლიგა 1-ის ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 35 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.