ავტორიზაცია

[EXCLUSIVE] გიორგი წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს

[EXCLUSIVE] გიორგი წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს
თარიღი 27 Aug 2021, 23:30

უკრაინული "ჩერნომორეცის" 20 წლის ნახევარმცველი, გიორგი წიტაიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ხვალ ოფიციალურად განაცხადებს.

წიტაიშვილი ეროვნული გუნდის განაცხადის გამოქვეყნების დროს ტრავმირებული იყო, მაგრამ უკრაინის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ოლექსანდრიასთან" (2:2) გამართულ შეხვედრაში ითამაშა, შედეგად ის ჯანმრთელია და ნაკრებში ჩამოსვლის საშუალება ექნება. 

მოგეხსენებათ, გიორგიმ საქართველოს მოქალაქეობა მაისში მიიღო, თუმცა ივნისში ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარა, ახლა კი ეს მისთვის სადებიუტო გამოძახება იქნება.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 სექტემბერს კოსოვოს უმასპინძლებს, 5 სექტემბერს ესპანეთს ესტუმრება, 9 სექტემბერს კი შინაურ კედლებში საბერძნეთს მიიღებს.