ავტორიზაცია

VIDEO: უხვგოლიანი შეხვედრა სიგნალ იდუნა პარკზე - ჰოლანდმა დორტმუნდს კომპენსირებულ წუთებზე მოაგებინა

VIDEO: უხვგოლიანი შეხვედრა სიგნალ იდუნა პარკზე - ჰოლანდმა დორტმუნდს კომპენსირებულ წუთებზე მოაგებინა
თარიღი 28 აგვ 2021, 00:31

ბუნდესლიგის მესამე ტურში დორტმუნდმა და ჰოფენჰაიმმა უხვგოლიანი ბლოგბასტერი გაითამაშეს.

შეხვედრა „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართა და მასპინძელთა საბრძოლო გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

ხაზგასასმელია, რომ ხუთივე გოლი შეხვედრაში პირველ ტაიმში გავიდა - 49-ე წუთზე ჯოვანი რეინამ ანგარიში გახსნა, თუმცა ბაუმგარტნერმა წონასწორობა 61-ზე აღადგინა.

69-ზე წუთზე ჯუდ ბელინგემმა „დორტმუნდი“ ისევ წინ გაიყვანა, თუმცა 90-ზე დაბურმა ანგარიში ისევ გაათანაბრა და თითქოს, „ფუტკრებს“ 2 ქულაც წაართვა.

თუმცა, ზუსტად ერთ წუთში „დორტმუნდის“ მაისურით გეიმვინერი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა და „ბორუსიას“ მეორე გამარჯვება მოუტანა.