ავტორიზაცია

VIDEO: მამარდაშვილის მეორე მშრალი მატჩი - ვალენსიამ ალავესი დამაჯერებლად დაამარცხა

თარიღი 28 აგვ 2021, 02:17

ლა ლიგის მესამე ტურში "ვალენსია" "მესტალიაზე" "ალავესს" დაუხვდა და იოლად 3:0 დაამარცხა.

"ღამურების" ძირითად შემადგენლობაში მესამე შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა და კარის მშრალად შენახვა მეორედ მოახერხა. გიორგის ამ მატჩში ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა ორჯერ ბურთის მოგერიება მაინც მოუწია და ერთი სეივი განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო. ქართველ კიპერს ლა ლიგის სამ მატჩში მხოლოდ 1 გოლი აქვს გაშვებული. 

"ლოს ჩე" მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა და მათი გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. გოლების გატანა დანიელ ვასმა, გონსალო გედეშმა და კარლოს სოლერმა მოახერხეს. 

"ვალენსიას" სამი ტურის შემდეგ შვიდი ქულა აქვს და ლა ლიგას ლიდერობს. მომდევნო მატჩს "ლოს ჩე" სანაკრებო პაუზის შემდეგ, 12 სექტემბერს გასვლაზე "ოსასუნას" წინააღმდეგ გამართავს.