ავტორიზაცია

VIDEO: "დაიმახსოვრეთ ეს სახელი" - ლა ლიგამ მამარდაშვილის სეივი ისევ გამოარჩია

თარიღი 28 აგვ 2021, 02:50

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ოფიციალური "ტვიტერის" გვერდის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.

"ვალენსიამ" ლა ლიგის მესამე ტურის მატჩში "ალავესი" 3:0 დაამარცხა. მამარდაშვილს ამ მატჩში ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა ქართველმა კიპერმა თავის გამოჩენა მაინც მოახერხა და 56-ე წუთზე საკუთარი გუნდის გაშვებული გოლისგან იხსნა, როდესაც მატეუ მიაზგას თავური მოიგერია.

აღნიშნული სეივი ლა ლიგის ოფიციალურ "ტვიტერის" გვერდს არ გამორჩენია და ეს ეპიზოდი რამდენიმე წუთში ატვირთა: "დაიმახსოვრეთ ეს სახელი: გიორგი მამარდაშვილი" - წერს ზემოხსენებული გვერდი.  

ლა ლიგის სოციალურ ქსელებში მამარდაშვილის სეივები "ხეტაფესთან" და "გრანადასთან" მატჩების შემდეგაც მოხვდა.