"ლუკაკუს ვხედავ რონალდუს, ლევანდოვსკისა და დროგბას გვერდით", - ჩელსის ყოფილი ფეხბურთელი
ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა შემტევმა, ჯო კოულმა, რომელუ ლუკაკუს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა. ინგლისელ ვეტერანს სჯერა, რომ ბელგიელის დაბრუნება გაამართლებს:
"ჩელსიდან წასვლის შემდეგ, ლუკაკუ, როგორც ფეხბურთელი ძალიან გაიზარდა. ის იტანდა ძალიან ბევრს და დროთა განმავლობაში ბელგიელი თავდამსხმელი ნამდვილი ლიდერიც გახდა.
მას ჰქონდა საოცარი პერიოდი ინტერში, ლონდონში კი მისი ისტორია არ დასრულებულა. რომელუ არისტოკრატებში დაბრუნდა როგორც დროგბას სრულფასოვანი მემკვიდრე.
მას შეუძლია როგორც ივუარელი ფორვარდის, ისე რონალდუსა და ლევანდოვსკის დონემდე ასვლა. არ ვამბობ, რომ ლურჯების შემტევი ასეთია უკვე ახლა, მაგრამ ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს".