ავტორიზაცია

ორი კლუბი, რომელიც ლაუტაროს ხელში ჩაგდებას ცდილობდა

ორი კლუბი, რომელიც ლაუტაროს ხელში ჩაგდებას ცდილობდა
თარიღი 28 აგვ 2021, 10:34

"ინტერი" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესის შენარჩუნებას გეგმავს, იტყობინება ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

ასე და ამგვარად, იტალიურმა კლუბმა "ტოტენჰემისა" და "ატლეტიკოს" შეთავაზებები იუარა, რომლებიც მზად იყვნენ 23 წლის არგენტინელში 70 მილიონი ევრო გადაეხადათ. ამასთანავე, ბონუსების ჩათვლით, ამ თანხას შეიძლებოდა 90 მილიონამდე მიეღწია.

მიუხედავად ამისა, "ნერაძურიმ" ლაუტაროს გაყიდვა არ ისურვა და მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს.

როგორც აღინიშნება, უახლოეს პერიოდში "ინტერის" წარმომადგენლები მარტინესის აგენტს შეხვდებიან.

2020/21 წლების სეზონში მილანური გრანდის ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.