მიქაუტაძემ მეცი დატოვა - ქართველის ახალი გუნდი ცნობილია
საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე კარიერას ბელგიის ჩემპიონატში გააგრძელებს.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, ფეხბურთელი მეცს დღეს დატოვებს და სერენთან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს.
გიორგი მიქაუტაძე მეცის საკუთრებაა, რომელთანაც ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს, გასული სეზონი კი სერენში გაატარა, სადაც 22 მატჩში 20 გოლი გაიტანა და გუნდის უმაღლეს ლიგაში აღზევებაში ლომის წილი დაიდო.
ბელგიის იუპილერ ლიგის მე-5 ტურის შემდეგ სერენს 6 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზეა.