ავტორიზაცია

10 ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც ამ სეზონში ევროთასებზე ვიხილავთ

10 ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც ამ სეზონში ევროთასებზე ვიხილავთ
თარიღი 28 აგვ 2021, 12:44

ევროტურნირების შესარჩევები დასრულდა. სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვიხილავთ ვერც ქართულ კლუბებსა და ვერც ქართველ ლეგიონერებს, თუმცა ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე საერთო ჯამში 10 ჩვენიანი მოთამაშე ირიცხება.

ევროპა ლიგაზე ასეთი არის სამი ფეხბურთელი - ოთარ კიტეიშვილი, რომელიც "შტურმ გრაცთან" ერთად ჯგუფში მოხვდა "მონაკოსთან", "პსვ ეინდჰოვენთან" და "სოსიედადთან".

ლაშა დვალისა და გიორგი ხარაიშვილის "ფერენცვაროში" კი ლევერკუზენის "ბაიერთან", "რეალ ბეტისსა" და გლაზგოს "სელტიკთან" იქნება. როგორც ვხედავთ, ავსტრიელებიც და ბუდაპეშტელებიც საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდნენ.

კონფერენს ლიგა - პირველ რიგში გამოსარჩევია შემდეგი ჯგუფი: "გენტი", "ანორთოსისი", "პარტიზანი" და "ფლორა". ბელგიურ გუნდში გიორგი ჩაკვეტაძეა, ფამაგუსტაში კი თემურ ქეცბაიას განკარგულებაში გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა არიან.

ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას ბრატისლავას "სლოვანი" მოხვდა დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენთან", ნიკა ნინუას "პაოკთან", მეოთხე გუნდი კი სენსაციის მოყვარული "ლინკოლნია". სრული სია ასეთია:

ჯაბა კანკავა/გურამ კაშია - "სლოვანი"

გიორგი ჩაკვეტაძე - "გენტი"

დავით ხოჭოლავა - "კოპენჰაგენი"

გიორგი ლორია/ნიკა კაჭარავა - "ანორთოსისი"

ოთარ კიტეიშვილი - "შტურმი"

ლაშა დვალი/გიორგი ხარაიშვილი - "ფერენცვაროში" 

ნიკა ნინუა - "პაოკი"